“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და “ჯეო ჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში საჯარო სტატუსით ეხმაურება გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან აგდადგომას და აღნიშნავს:
„ჯერ არ დანიშნულა, ჯერ არ გადამდგარა, ჯერ არ მოსულა და არ წასულა პრემიერი, თუ რა… რა “პრობლემაა”, გარეთ კოვიდია, ვაქცინა არ გვაქვს, ეკონომიკა სულს ღაფავს, ხალხი უმუშევარი და გადავაყოლებთ ისევ სრულ სისულელეს ყველაფერს და ჩაგვიქროლებენ განვითარებული ქვეყნები, აცრილები, ძლიერები, მდიდრები!
ამოვიდა ყელში, ვისაც საქმის კეთება შეუძლია, იმ ხალხის მოსვლის დროა პოლიტიკაშიც, ოპოზიციაშიც და ყველგან!“
ფოტო: ლელი ბლოგონრავოვა