ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი ნინა სუბლატი დედა გახდა. მას და მუსიკოს გიორგი შამანაურს ბიჭი შეეძინათ. ახალშობილის ფოტო ნინამ “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა წარწერით:
“არ ვიცი, ვიღაცა პატარა ბავშვია მოსული ჩემთან”
https://www.instagram.com/p/CEWvfQsFFNF/
ნინა სუბლატმა და გიორგი შამანაურმა 2013 წელს იქორწინეს. წყვილმა ერთმანეთი პროექტ “საქართველოს ვარსკვლავში” გაიცნო, სადაც გიორგი შამანაური ერთ-ერთ ბენდში უკრავდა.