ნინი ქარსელაძე დედის, ხათუნა ჟორდანიას ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ კიდევ ერთხელ ჩატარებული კვლევების შემდეგ, მას კარგი პასუხები აქვს:
„ყოველი კვლევა და კარგი პასუხებით გამოსვლა ჩვენთვის კიდევ ერთი ახალი გამარჯვებაა!.. და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ… ამ წელს დავიწყეთ ბრძოლა სიცოცხლისთვის!.. და ღვთის წყალობით, ჩვენ ეს ომი კიდევ ერთხელ მოვიგეთ… ჩემო სულო და გულო, ჩემო იმედო… სულ ასეთი გახარებული იყავი და სულ ანათე ჩემი და შენ ირგვლივ მყოფების ცხოვრება…“
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წელი ხათუნა ჟორდანია სიმსივნეს ებრძოდა.