LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო დარასელი: „მოდი საერთოდ არაფერი ვთქვათ ამ ადამიანებზე. არც ვიღლიცინოთ… მათთვისაც ვიბრძოლებთ… რომ აღარასდროს, არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაუბედოს ასე ,,ჩამორეკვა”

502
ნინო დარასელი

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი, ნინო დარასელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. დარასელი „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ „საყოველთაო-სახალხო შეკრებას” ეხმაურება.

„დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს“- მამუკა მდინარაძე 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე

„მოდი საერთოდ არაფერი ვთქვათ ამ ადამიანებზე. არც შევიმჩნიოთ, არც ვიღლიცინოთ. არც დავამუნათოთ. კოსტავაზე ჩემთან საოცარი რაოდენობის სამარშრუტო ჩამორეკეს. გავედი, ველაპარაკე. ზოგი ისეთი საყვარელია❤️დაღლილები და უძალოები და ძალიან ჩვენიანები❤️ ამ ადამიანებმაც იციან როგორც იყენებენ, რა როლშიც გამოჰყავთ, როგორც შეურაცხყოფენ. იცინეს ჩემთან ერთად. ცოტა გვეტირებოდა კიდეც. ნაყინზეც დამპატიჟეს, მე ვაკის პარკში დავპატიჟე😇 ჰოდა დავპირდი, რომ მათთვისაც ვიბრძოლებთ, კი არა, მათთვის ზუსტადაც… რომ აღარასდროს არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაუბედოს ასე ,, ჩამორეკვა”. ჰოდა ზუსტადაც ამ ხალხისთვის კიდევ ერთხელ არა რუსულ კანონს‼️‼️‼️‼️‼️‼️- წერს ნინო დარასელი.

ხატია სიჭინავა: „სულ არ მაინტერესებდა ვის საიდან და რისთვის ერიცხებოდა ფული, მაგრამ უკვე მაინტერესებს ! ეს ცალკე შოუ იქნება როგორც ვატყობ ! არ შევიტენი ლგბტ პროპაგანდას ! მე მივდივარ აქციაზე, რადგან ჯერ ჩემი დროშაა !“

მერაბ სეფაშვილი: „რას ერჩით ამ ხალხს რა გინდათ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g