LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გვენეტაძეს ეშინოდა, რომ საბჭოს შემადგენლობა სცემდა – გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე

188
ninogvenetaze

ნინო გვენეტაძე იყო ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ყოფილმა თანაშემწემ განაცხადა.

კახა წიქარიშვილმა, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ომყოფებოდა, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა.

„სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება, სასამართლოში ასეთი ტურბოლენციებიხდება და ვინმემ კითხეთ ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღამოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ საბჭოს შემადგენლობა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დოზის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა იმ პიკამდე, რომ კლანის მსახური, მოსამსახურე  უნდა გამხდარიყო ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად,“ – განაცხადა წიქარიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g