LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კასრაძე გვარამიას პატიმრობაზე: მივიჩნევ, რომ ესაა პოლიტიკური აქტი, ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალი არის შეწყალება

187
ნინო კასრაძე და ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ მოძრაობას მსახიობი ნინო კასრაძე შეუერთდა.

მისი მოსაზრებით, გვარამიას მიმართ ბრალდება უსამართლოა.

„მივიჩნევ, რომ ის ბრალდება, რითაც ნიკა არის გასამართლებული, ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის მიუღებელი, გაუგებარი და უსამართლობა.

„ნიკა აუცილებლად გარეთ უნდა იყოს“ – გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას მუსიკოსები და მსახიობები შეუერთდნენ

განცხადება ამის მუსიკოსებმა თაობაზე, დედაენის ბაღში გააკეთეს და გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

მე პირადად, ნინო კასრაძეს, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი. ვთვლი, რომ ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალი არის შეწყალება. ვიღაცამ კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს, ადამიანური ნაბიჯი უნდა გადადგას.“ – უთხრა ნინო კასრაძემ „მთავარ არხს.“

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად მოძრაობა მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა.

აღნიშნულ პროცესში მთავარი როლი „ინტელექტკლუბის“ წევრთა ნაწილმა შეიტანა. მათი თქმით, საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაზე გადის.

შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას – რას პასუხობს პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები