LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მუმლაძე: „მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი… ახლა დავიწყე წონასთან დაუნდობელი ბრძოლა…“

601
ნინო მუმლაძე

ნინო მუმლაძე დედობის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ (18 ივნისის ნომერი) ესაუბრება.

მისი ვაჟი, რონი ახლახან ერთი წლის გახდა.

რას ატყობთ, როგორ შეიცვალეთ მას შემდეგ, რაც დედა ხართ?

ნინო მუმლაძე:

პირველ რიგში, სიგანეში შევიცვალე, მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართე ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, რომ გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია, ვჭამ, განვიცდი – ვჭამ, ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა…“

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მე ვიყავი ადამიანი, რომელიც თვლიდა, რომ დილით 11 საათამდე ვერავინ და ვერაფერი გააღვიძებდა. ახლა უკვე დილის 8 საათზე ისე წამოვხტები ლოგინიდან, გეგონება, მთელი ცხოვრება ამ რეჟიმზე ვარ. სანამ მშობელი არ გახდები, მანამდე ვერასოდეს იფიქრებ, რისი გადალახვა მოგიწევს და რა სიძლიერეს გამოიჩენ. საკუთარ შვილთან ურთიერთობა იმხელა ემოციაა, ყველაფრად ღირს“ – ამბობს მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g