რუსულ აგერსიას მარიუპოლში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, ბახვა ჩიქობავა შეეწირა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი მარიუპოლში დაიღუპა.
დაღუპულ ქართველ მებრძოლს სოციალურ ქსელში, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
“ყველაზე ვნერვიულობდი, ვინც ახლა ომშია, ბახვაზე ძალიან მშვიდად ვიყავი ისეთი დიდებული მებრძოლი იყო
აი, ომში რომ ხარ ასეთ კაცთან ერთად და რომ არ გეშინია ეგეთი იყო!
ყველაზე ცხელ წერტილში, მარიუპოლში იბრძოდა! გმირულად თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა ჩემი საამაყო მეგობარი, ბახვა ჩიქობავა
დიდება გმირებს”, – წერს ნინო ორდენიძე.