დღეს ცნობილი ქართველი შემსრულებელი ნინო ქათამაძე იუბილარია.
მას განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ულოცავს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი:
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თვითმყოფადი, გამორჩეული, ძლიერი, საინტერესო და მასშტაბური არტისტის დაბადების დღეა! ჩემთვის კი უპირველესად მეგობრის, უძვირფასესის და უახლოესის!
ჩვენი ერთობის 25-წლიანი გზა იმდენად მეტყველი და სავსეა ალბათ, წიგნის ენა თუ შეძლებს გადმოცემას. ხვალიდანაც ძალიან საჭირო და დროულ მარშრუტს დავადგებით და უმნიშვნელოვანეს ფურცელს დავუმატებთ ჩვენს ერთობლივ კეთილ და საინტერესო ისტორიას…“