LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე საკუთარ დაბადების დღეს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტით აღნიშნავს

126

ცნობილი გახდა, რომ 21 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“ ნინო ქათამაძეს უმასპინძლებს. ის ათასობით მსმენელის წინაშე საკუთარ დაბადების დღეზე გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. პროექტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იქნება წარმოდგენილი და მისი სახელწოდებაა „Happy Birthday“.

კონცერტში მონაწილეობენ: „ინსაითი“, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სამების საპატრიარქო გუნდი, სპეციალური მოწვევით დიჯეი Paul Trouble Anderson.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საიტზე tkt.ge. აღნიშნულ ღონისძიებაზე პარტერში განთავსებულია დანომრილი მაგიდები. მათ ირგვლივ განთავსებული სკამებს არ აქვს მინიჭებული ნომრები. მაგიდები განკუთვნილია 6 ან 8 პერსონაზე. ნებისმიერი რაოდენობის ბილეთის შეძენა შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ადგილას. დარბაზში მოსვლისას იხელმძღვანელეთ სექტორის ამღნიშვნელი ინიციალის და მაგიდის ნომრის მიხედვით. აღნიშნული ბილეთის მფლობელი სარგებლოს არენის მიმდებარე გარე პარკირებთ. დარბაზში მოხვედრა კი შესაძლებელი ცენტრალური შემოსასვლელების მეშვეობით.

ბილეთების ფასები 15 ლარიდან იწყება და 100 ლარით სრულდება.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g