დათო გორგილაძემ საავტორო გადაცემაში, რომელიც „პირველ არხზე“ გადის, ნინო სუხიშვილი მიიწვია და მას, ბევრ სხვა თემასთან ერთად, ესაუბრა ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“, სადაც „სუხიშვილებმა“ მონაწილეობაზე უარი თქვეს.
„გულწრფელად გგონიათ, რომ ანსამბლის არსებობს ისტორიაში ამ ანსამბლში არ ყოფილან ჰომოსექსუალები? მეც კი არ მჯერა ამისი…“, დათო გორგილაძის ამ შეკითხვაზე ნინო სუხიშვილმა ამგვარად უპასუხა: „იცით, რა? არ ვიცი… ყოველ შემთხვევაში, არ გვიგრძნია და არ შეგვიმჩნევია, ეს ხომ ძალიან შესამჩნევია ხოლმე? მე რაც ჩემი პრაქტიკიდან მახსოვს, შეგნებული ასაკიდან, მე არ მახსოვს… თუმცა, როგორ გითხრათ… მე ვთვლი, რომ ეს ყოველთვის საგრძნობია… არ შეგვიმჩნევია… ადრეულ წლებში ალბათ, იმიტომ მალავდნენ, რომ ხელმძღვანელობის კი არა, სახელმწიფოს მხრიდან იყო ეს მიდგომა, რამდენმა იზარალა საბჭოთა პერიოდში, ბევრს კარიერა დაენგრა, ხოლო წლებში კი არ მგონია, ეს რომელიმე ხელმძღვანელს აწუხებდეს. მე, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გამოუვიდეთ ქართული ცეკვა, ძალიან მასკულინურია, მგონია, რომ რთული შესასრულებელი იქნება…“
