LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თარხნიშვილი: „ვერ ვისწავლეთ დედებმა გოგოების დაცვა, ჯერ მამებისგან, მერე ძმებისგან, ბოლოს ქმრებისგან, გოგოების ნამუსს ვუფრთხილდებით, არა? მე მაპატიეთ მოტირალო დედებო, მაგრამ ვერ გაგამართლებთ“

1941
fot (1)

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი, მწერალი ნინო თარხნიშვილი სოციალურ ქსელში საგარეჯოში მომხდარ შემზარავ ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც 30 წლის კაცმა 14 წლის ცოლი მოკლა.

ნინო წერს, რომ პოსტი სახელწოდებით „ოდა მკვდარი გოგოების დედებს“ ფემიციდის ხშირ შემთხვევებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2015 წელს დაწერა.

ნინო თარხნიშვილი აღნიშნავს, რომ 14 წლის ბავშვის მკვლელობა ფემიციდი ვერ იქნება, რადგან ის არ იყო ქალი და მისი მკვლელობა კიდევ სხვა, უფრო მძიმე ხარისხის დანაშაულია.

მწერლის აზრით, გოგონას სიკვდილში, პირველ რიგში, მშობლები არიან დამნაშავეები.

ნათია ფანჯიკიძე: „14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება“

„ოდა მკვდარი გოგოების დედებს

მე მაპატიეთ დედებო, რომლებიც ახლა მკვდარ გოგოებს დასტირით, იმიტომ, რომ თქვენი ბრალია:

იმიტომ, რომ როცა შვილი მოგტაცეს, მასთან დატოვეთ,

ხალხი რას იტყვისო.

იმიტომ, რომ როცა ქმარი

აგინებდა და შვილი შემოგჩიოდათ, პასუხობდით,

მამაშენიც ეგრე არ არისო?

იმიტომ, რომ როცა ქმარი სცემდა და გოგო თქვენთან გამორბოდა,

უკან უშვებდით, ოჯახს ნუ დაანგრევ, მეზობლები რას იტყვიანო.

იმიტომ, რომ გოგო რომ გაათხოვეთ, სახლი ბიჭს დაუტოვეთ, წესია ასეთიო…

გოგოს კი ყველა გზა მოუჭერით,

უკან მოსაბრუნებელი.

მე მაპატიეთ თავწაკრულო

დედებო, მაგრამ ვერ გამართლებთ,

ახლა რომ დგახართ და კამერების წინ იხოკავთ სახეს.

არ მეცოდებით, იმიტომ, რომ არ დაუდექით გოგოებს გვერდით,

როცა ისინი შველას გთხოვდნენ,

უკან უშვებდით, ნათესაობა რას იტყვისო.

მე 55 კგ. ვარ. მაგრამ ვიქცევი 100 ტონა მეწყრად, თუკი ვინმე შეეცდება ჩემი გოგოს დაჩაგვრას.

მე 55 კგ ძვალი, ხორცი და

სისხლი ვარ, მაგრამ ვიქცევი 55 კგ ტროტილად, თუკი ვინმე ჩემ გოგოს ატირებს.

ვერ ვისწავლეთ დედებმა

გოგოების დაცვა, ჯერ მამებისგან, მერე ძმებისგან, ბოლოს

ქმრებისგან, გოგოების ნამუსს ვუფრთხილდებით, არა?

მე მაპატიეთ მოტირალო დედებო, მაგრამ ვერ გაგამართლებთ:

როცა თქვენი გოგო წაიქცეოდა ბავშვობისას, მუხლს გაიტეხდა,

ტირილით მოგადგებოდათ, განა თქვენ ისევ იმ ადგილას მიგყავდათ, ხელს კრავდით და მეორე მუხლსაც უტეხდით? ხო

წმენდდით სისხლს, ჭრილობას უხვევდით, მუხლზე კოცნიდით, რომ მორჩენოდა.

და რა მოხდა მერე, რა შეიცვალა?

ქმრისგან გახეთქილ ტუჩს თვითონ მოუვლის, არა? ეგ ადვილია.

მე მაპატიეთ დედებო, ახლა რომ დასტირით თქვენ ლამაზ, მაგრამ მკვდარ გოგოებს,

ზოგი რომ თოკზე კონწიალობს,

ზოგს რომ შუბლი აქვს გახვრეტილი,

ზოგს რომ ყელი აქვს გამოჭრილი,

ზოგს რომ ცეცხლი უკიდია და მარტო ვერ აქრობს.

მე მაპატიეთ, მაგრამ ვერ შეგიცოდებთ.

იმათ სიკვდილში, თქვენც ურევიხართ.

ეს ბანალური და შემდგომ სახალხოდ ქცეული ოდა 2015 წელს დავწერე. ორაზროვანი გამოხმაურება მოჰყვა – ქალების ნაწილი განაწყენდა, ისევ ქალებს ადანაშაულებ და აწმენდ ხელსო.

მაშინ ფემიციდი ჩვენს რეალობაში ახლადშემოჭრილი თემა იყო, ქალებს პანტა-პუნტით ხოცავდნენ ქმრები, ყოფილი ქმრები, პარტნიორები.

ბევრი მიზეზი იყო, რატომ ვერ ახერხებდნენ ქალები გადარჩენას, მათ შორის მათივე ოჯახები, მშობლები, დედები – ამ ქალების უბედურებაზე რომ თვალებს ხუჭავდნენ.

გუშინ სხვა ამბავი მოხვდა. 14 წლის ბავშვის მკვლელობა ფემიციდი ვერ იქნება, რადგან ის არ იყო ქალი, მისი მკვლელობა კიდევ სხვა, უფრო მძიმე ხარისხის დანაშაულია.

კი, მის სიკვდილში პირველ რიგში, მშობლები არიან დამნაშავეები. ბავშვზე პასუხისმგებლობა ჯერ მშობლების ვალია და შემდეგ ყველა დანარჩენის,“ – წერს ნინო თარხნიშვილი.

 

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა

საგარეჯოში 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია“ – სახალხო დამცველის განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g