LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „მდინარაძე კითხვას უსვამს ოპოზიციას და NGO სექტორის წარმომადგენელს: „თუ ტერმინი შეიცვალა, დაუჭერთ თუ არა მხარს გამჭვირვალობას, არც ერთს თახმობა არ გამოუთქვამს – ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა, იმის თუ რას აპროტესტებენ ეს ადამიანები“

133
ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში იურიდიულინ კომიტეტის სხდომიდან უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ოპოზიციისადმი მიმართვის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს:

„ეს წუთია მამუკა მდინარაძე კითხვას უსვამს ოპოზიციას და NGO სექტორის წარმომადგენელს: “თუ ტერმინი შეიცვალა და გახდა – უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული ან უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაცია, დაუჭერთ თუ არა მხარს გამჭვირვალობას?”

„რას იჯღანები?“ – სალომე სამადაშვილის მიმართვა და მამუკა მდინარაძის პასუხი: „მე მომმართავ? თქვენ გკითხოთ, გავიცინებ თუ არა სისულელეებზე?“

ცნობისათვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევა.

რუსთაველზე დღეს „საყოველთაო სახალხო შეკრება” გაიმართება – შეკრებილებს მიმართავს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

არც ერთ ოპოზიციონერს და არც ერთ არასამთავრობოს წარმომადგენელს თანხმობა არ გამოუთქვამს. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა, იმის თუ რას აპროტესტებენ ეს ადამიანები და რა არის მათი რეალური პრობლემა“. – წერს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოსმენა მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი ლიდერები, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი და სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გააძევა.

ეს წუთია მამუკა მდინარაძე კითხვას უსვამს ოპოზიციას და NGO სექტორის წარმომადგენელს: “თუ ტერმინი შეიცვალა და გახდა -…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on Monday 29 April 2024

პოპულარულები