„თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი – მას არც მორალური უფლება აქვს და არც სამართლებრივი და იურიდიული კვალიფიკაცია ჰყოფნის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა..
აღნიშნულით წილოსანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება შეაფასა და თქვა, რომ „ის, რომ ზურაბიშვილთან თავმოყრილი ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მიმართ მისი იგნორი მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა“:
„საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების თანახმად, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მისი იმპიჩმენტი მხოლოდ იმის გამო ვერ განხორციელდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს აღიარებს და ეს ფაქტი ერთადერთი პოზიტიურია ამ ყველაფერში.
გიორგი მსხილაძე: „პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებას, მის საბოლოო გაუქმებას“
როგორც მანვე თქვა, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება.
ჩვენ კანონს სრული ლოგიკურობით, არგუმენტებით და იურიდიული და სამართლებრივი დადასტურებით დავიცავთ. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო თავის ჭრილში დაინახავს იმ მოტივაციას და ფაქტორებს, რომლის შესაბამისადაც ჩვენ ეს კანონი მივიღეთ“. – განაცხადა ნინო წილოსანმა.
სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა