„არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან – იდენტური განცხადებები მოვისმინეთ ჩინეთის ხელისუფლებიდან და არა მხოლოდ – რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები 99%-ში ემთხვევა ოპოზიციის ნარატივს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
აღნიშნულით წილოსანი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა შეფასებას, რომ „ქართული ოცნების” რიტორიკა ემთხვევა რუსეთის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ამერიკელები საქართველოში რევოლუციას გეგმავენ.
წილოსანის განცხადებით, წელიწადში რამდენჯერმე საქართველო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე იყო და ჯერ კიდევ ბოლომდე არაა ნათელი, ვის ინტერესებში იყო ეს.
„არ ვეცნობი რუსეთში გაკეთებულ განცხადებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენი ოპოზიცია და მისი მეგობარი, პარტიული ტელევიზიები ამ განცხადებებს წამოწევენ ხოლმე. საინტერესოა, რომ რუსეთიდან გაკეთებული განცხადებები 99%-ში ემთხვევა და აწყობს ოპოზიციურ ნარატივს და სწორედ ამისთვის იყენებენ ამ შემთხვევაში, ამ განცხადებასაც.
არ ვკონცენტრირდებოდი იმაზე, რა განცხადება გაკეთდა ჩრდილოეთიდან, იდენტური განცხადებები მოვისმინეთ ახლახან ჩინეთის ხელისუფლებიდან და არა მხოლოდ. ქართველი საკმაოდ გონიერია იმისთვის, რომ არა გარედან შემოსულ განცხადებებზე, არამედ შიგნით არსებულ სიტუაციებზე დაყრდნობით გააკეთოს დასკვნები.
ეს დასკვნები არის ფაქტი, რომ ყოველ წელს წელიწადში, რამდენჯერმე ჩვენი სახელმწიფო იყო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე. ვის ინტერესში იყო, ვინ აკეთებდა, აფინანსებდა… ვინ ასრულებდა, ნათელია, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე ნათელი არაა, ვინ უკვეთავდა ამ ყველაფერს და ვის ინტერესში იყო.
რუსეთის საგარეო დაზვერვა: „აშშ საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებს“
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ „მიღებული ინფორმაციით, თეთრი სახლი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით უკიდურესად უკმაყოფილოა“.
ჩვენ მიერ მიღებული „გამჭვირვალობის კანონი”, ვფიქრობთ, დიდწილად დაეხმარება თეთრის და შავის გარჩევას. ვინ არის ამ ქვეყნისთვის მტრულად თუ მეგობრულად განწყობილი და რა ფორმით ეხმარება ქვეყნის განვითარებას, ეს კარგად გამოჩნდება „გამჭვირვალობის კანონის” სრულად ამოქმედებით”. – განაცხადა ნინო წილოსანმა.