LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზამბახიძე: „კოვაიდერი“ აღარ ჩერდება! აი, ახლა მომეცით ყველა ანტივაქსერმა თქვენი მობილურები და ამ ხალხს თქვენთან ვამისამართებ!!!“

2208
ninozambaxidzenews45

სამედიცინო პლატფორმა „კოვაიდერის“ დამფუძნებელი, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას დამძიმებული ეპიდვითარების კონკრეტული შედეგების შესახებ და წერს, რა პრობლემებით მიმართავენ მათ პლატფორმას, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებითაა შექმნილი და ადამიანებს დახმარებას უწევს.

ნინო ზამბახიძე:

„დღეს 3666 შემთხვევაა!!! „კოვაიდერი“ აღარ ჩერდება! „მიშველეთ, ბავშვს დაუვარდა სატურაცია ვერ სუნთქავს!“; „მიშველეთ საავადმყოფოში ადგილი არ არის, რა ვქნა!“; „მიშველეთ, ფილტვის დაზიანებაა 12/24!“;  მიშველეთ, თრომბოემბოლიააო, ექიმმა თქვა, რა დავალევინო, სად წავიყვანო?“; „მიშველეთ, დედა საერთოდ ვეღარ სუნთქავს!“. აი, ახლა მომეცით ყველა ანტივაქსერმა თქვენი მობილურები და ამ ხალხს თქვენთან ვამისამართებ!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები