LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზაუტაშვილი: „თუ საჭირო გახდა, წავალთ სტრასბურგშიც და მთვარეზეც, მაგრამ საქმეს აუცილებლად მოვიგებთ, რადგან ჩვენ ვჭირდებით იმ ადამიანებს, ვინც საზმაუს მენეჯმენტს და ბორდს არ აინტერესებს“

213
ნინო ზაუტაშვილი

11 აპრილს, „რეალური სივრცის“ წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი და საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს.

განცხადებაში, რომელიც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელა, ნათქვამი იყო, რომ ტელეწამყვანების ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება „არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული“.

ჟურნალისტები გეგმავენ, მაუწყებლის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

როგორც ნინო ზაუტაშვილმა BMG • ბიემჯის ეთერში, გადაცემაში „წერტილი“ განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საქმეს აუცილებლად მოიგებენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლები:

„ჩემს ურთიერთობას საზოგადოებრივ მაუწყებელთან წერტილი დაესვა, ჩემი შიდა რწმენით, ჩემი ტელევიზიიდან გაშვება ვასილ მაღლაფერიძის გადაწყვეტილებაა, რომელიც თინათინ ბერძენიშვილმა გაახმოვანა…

მე მეჩვენება, რომ ჩემი გათავისუფლება იყო ბრძანება, რომ ეს გადაცემა „რეალური სივრცე“ არ ყოფილიყო პირდაპირ ეთერში, რადგან რასაც ადამიანები ამ გადაცემაში ისმენდნენ, ამას სხვაგან ვერ მოისმენდნენ…

„პრინციპულობის და წესიერების გამო სამსახურიდან გამოუშვეს“ – დრამატურგი დავით გაბუნია „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებაზე

ქართველი დრამატურგი და მთარგმნელი დავით გაბუნია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილის შესახებ წერს.

ქვეყნის ვექტორის შეცვლისთანავე რეალური სივრცე გაჩერდა, ეს მოსალოდნელი იყო, ამას (გადაცემის მოხსნას ეთერიდან) ყოველ დღე ველოდებოდი.

სასამართლო იქნება ყველა შემთხვევაში, ისეთი დარღვევებით არის შედგენილი, საქართველოს სასამართლოშიც კი, რომელიც უზარმაზარ კითხვებს ბადებს, ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ საქმეს.

თუ საჭირო გახდა, წავალთ სტრასბურგშიც და მთვარეზეც, მაგრამ საქმეს აუცილებლად მოვიგებთ, რადგან ჩვენ ვჭირდებით იმ ადამიანებს, ვინც საზმაუს მენეჯმენტს და ბორდს არ აინტერესებს“, – ამბობს ზაუტაშვილი.

magti 5g