LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოს ჯვარი მოხსნეს: ქართველი ძიუდოსტი შეჯიბრებიდან ჯვრის გამო მოხსნეს (ვიდეო)

22

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასაოცარი რამ შეემთხვა საქართველოს ნაკრების წევრ ნინო ოძელაშვილს. მსაჯებმა ქართველ ძიუდოისტს დამარცხება ჩაუთვალეს და ამის მიზეზად… ჯვარი დაასახელეს.
ჯერ კიდევ პირველი რაუნდი მიმდინარეობდა, როდესაც არბიტრმა ქართველს ჯვრის მოხსნა თხოვა. ნინომაც მიაწოდა, თუმცა გარკვეული ორჭოფის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ გამარჯვება პირდაპირ მიეცათ ქართველის მეტოქისთვის.
ნინო კი შეჯიბრებიდან მოხსნეს.
ჭიდაობის დასრულებამდე ორ წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, ქართველი კი ამ დროს, ნიგერიელ ვინი გოფიტს 1:0-ს ამარცხებდა.
მსგავსი პრეცენდენტი ძიუდოს არ ახსოვს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=68&v=AaSXSL2vy-g

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები