LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის სოფლების ფოკასა და განჯის მოსახლეობა ბუნებრივ გაზს მიიღებს

91

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების ფოკასა და განჯის მოსახლეობა ბუნებრივ გაზს მიიღებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე  დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მოხდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების ფოკასა და განჯის სრული გაზიფიცირება.

“ეს გულისხმობს 600 ოჯახის ბუნებრივი გაზით დაკმაყოფილებას. ამ სოფლებში არის ძალიან მძიმე  კლიმატური პირობები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს ჩვენ განვიხილავთ მთავრობის ამ ინციატივისთვის შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის საკითხს,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g