წინა საუკუნის სათამაშო კონსოლი – NES, რომელსაც საქართველოში, და არა მხოლოდ ჩვენთან, ყველა Dendy-ის სახელით იცნობდა, კომპანია Nintendo-ს ეკუთვნის.
კომპანია Nintendo არამხოლოდ NES-ის არამედ სხვა გასართობი, სათამაშო კონსოლების ავტორიცაა და შესაბამისად, კონსოლების განვითარებასთან ერთად, ყველას ბავშვობის განუყრელი ნაწილი – Dendy ისტორიას ჩაბარდა.
მიუხედავად NES-ის განვითარების შეწყვეტისა, თანამედროვე მოწყობილობებში, სმარტფონებსა თუ კომპიუტერებში, უამრავი ემულატორი შეიქმნა, რომლებიც Dendy-ის ძველი თამაშების ახალ მოწყობილობებში გაშვების საშუალებას აძლევს კონსოლის ფანებს.
ფაქტია, რომ ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, Dendy-ის სისტემა კვლავ არ კარგავს პოპულარობას და Super Mario Bros, ჰიტად ქცეული თამაში, ახალი თაობის ინტერესსაც კი იმსახურებს.
კომპანია Nintendo-მ მიიღო გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ შეწყვეტილი კონსოლის გაცოცხლებასთან დაკავშირებით. რის შესახებაც ცნობას თავად კომპანიის ოფიციალური საიტიდანს ვიგებთ.
როგორც ჩანს, განახლებული კონსოლი 2016 წლის ნოემბრიდან გამოჩნდება ბაზარზე და მისი ფასი 60$-ით განისაზღვრება, ხოლო კონტროლერის (ე.წ. ჯოისტიკის) ფასი 10 $ იქნება.
გაცოცხლებულ კონსოლში ყოველგვარი ’’კასეტის’’ გარეშე ჩაშენებული იქნება ჰიტური თამაშების ტოპ 30.
თამაშების ჩამონათვალი:
- Balloon Figh
- Bubble Bobble;
- Castlevania;
- Castlevania II: Simon’s Quest;
- Donkey Kong;
- Donkey Kong Jr.;
- Double Dragon II: The Revenge;
- Dr. Mario;
- Excitebike;
- Final Fantasy;
- Galaga;
- Ghosts N Goblins;
- Gradius;
- Ice Climber;
- Kid Icarus;
- Kirby’s Adventure;
- Mario Bros.;
- Mega Man 2;
- Metroid;
- Ninja Gaiden;
- Pac-Man;
- Punch-Out!! Featuring Mr. Dream;
- StarTropics;
- Super C;
- Super Mario Bros.;
- Super Mario Bros. 2;
- Super Mario Bros. 3;
- Tecmo Bowl;
- The Legend of Zelda;
- Zelda II: The Adventure of Link.