LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნისანის“ ყველაზე ხელმისაწვდომი კროსოვერის კრაშ–ტესტი: პირველი დეტალები

86
acinite

„ნისანის“ ხაზის ყველაზე ბიუჯეტური კროსოვერის გამოცდის პირველი შედეგები ცნობილია. მოდელ MAgnite–ს რამდენიმე კრაშ–ტესტის გავლა მოუხდა. ჯერ–ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იაფმა კროსოვერმა შესაძლო 5 ვარსკვლავიდან 4 დაიმსახურა და უფრო დაწვრილებითი ცნობები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ექსპერტებმა აქტიური და პასიური უსაფრთხოების სისტემები შეამოწმეს. MAgnite მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების ბალიშებითაა უზრუნველყოფილი, მას აქვს სტაბილიზაციის სისტემა VDC, ABS და EBD და გამოცდა თავისი სეგმენტისთვის ერთობ ღირსეულად ჩააბარა.

მოდელი CMF პლატფორმაზეა აგებული და ასტმოსფერული 72 ძალის აგრეგატითაა დაკომპლექტებული. ძრავი 5–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

ინდოეთში კროსოვერის ფასი 520 ათასი რუპიაა, თუმცა ეს მხოლოდ საბაზისო ვერსია. ტოპ–ვერსიის ღირებულება 935 ათას რუპიამდეც აღწევს და მთლად ბიუჯეტურ სეგმენტში ვეღარ გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g