LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნისიაზე” უარის თქმის გამო, გამყიდველი სამმა პირმა სცემა

192
201711101253071783241952

პროდუქტის საფასურის გადახდის გარეშე გაცემაზე(ნისიაზე) უარის თქმის გამო, რუსთავში გამყიდველი სამმა პირმა სცემა.

დაშავებული სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„ გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან რამდენჯერმე, თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, აიღეს სხვადასხვა პროდუქტი. ინციდენტის დღეს, ამავე მაღაზიის გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის საფასურის გადახდის გარეშე მიცემაზე, რასაც ბრალდებულების მხრიდან მოჰყვა აგრესია. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სავაჭრო ობიექტის თანამშრომელს,“ – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი, 1995 წელს დაბადებული ს.მ., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1993 წელს დაბადებული ლ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები