LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan ათასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს და წარმოებას შეამცირებს

112
Nissan ათასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს და წარმოებას შეამცირებს

Nissan-ი კრიზისშია: მოსალოდნელია მასობრივი გათავისუფლებები. ჩინეთიდან წამოსული წნეხისა და ხელმძღვანელობის შეცდომების გამო პოზიციებს კიდევ ერთი ავტო გიგანტი კარგავს. როგორც Bloomberg წერს, Nissan-მა შემოსავლებთან დაკავშირებული პროგნოზები 500 მილიარდი იენიდან 150 მილიარდამდე შეამცირა. ასევე 20%-ით შემცირდება წარმოება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9 ათასი თანამშრომელი დარჩება სამსახურის გარეშე.

Nissan ასევე აპირებს, რომ Mitsubishi Motors Corp-ს 2016 წელს შეძენილი აქციების 10% უკან მიყიდოს.

კონცერნი ძლიერ კონკურენციას გადააწყდა Tesla-ს მხრიდან, ასევე სწრაფად მზარდი ჩინური მწარმოებლებისგან, მაგალითად BYD-ისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები