LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan–ის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული სპორტქარი იყიდება

272
nisan-news323232

აუქციონის სახლმა BH Auction გასაყიდად Nissan Fairlady Z432R გამოიტანა და 1970 წლის მოდელის საწყისი ღირებულება 73–83 მილიონ იენი იქნება. თუკი ორკარიანი სპორტქარი ამ ფასად გაიყიდება, „ნისანის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოდელი გახდება.

სპორტქარი Z432R ცნობილი სპორტკუპე 240Z–ს მსუბუქი ვერსიაა. დაბალი ფასის გამო ავტომობილი 70–იანი წლების ბესტსელერი იყო და ამერიკულ ბაზარზე BMW–სა და Jaguar–ის სპორტქარები უკან ჩამოიტოვა.

მოდელმა 160 ძალის მოცულობის ორლიტრიანი ძრავი მიიღო. აგრეგატი 5 საფეხურიან მექანიკურ გადაცემთა კოლოფთან ერთად მუშაობს.

სპორტქარის ექსკლუზიურობისა და სამუზეუმო მდგომარეობის გათვალისწინებით მას ნამდვილად აქვს შანსი რომ დასახელებულ თანხად გაიყიდოს. ეს მაშინ როცა მისი გარბენი 100 ათას კილომეტს სცილდება და არც ზოგადი მდგომარეობაა სახარბიელო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები