LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan GT-R-მა ტბის ფსკერზე მსოფლიოში უმსხვილესი ქვეყნის სილუეტი გამოსახა

34

კომპანია Nissan-ის ინდურმა ოფისმა ინდოეთის რესპუბლიკის დღეობასთან დაკავშირებით ამომშრალი ტბის ფსკერზე მსოფლიოში ქვეყნის ყველაზე დიდი სილუეტი გამოსახა. კონტურის გამოსახატად ავტომწარმოებელმა სუპერქარი GT-R-ი გამოიყენა.

რაჯასტჰანის შტატში გაკეთებული გამოსახულების სიგრძე სამი კილომეტრია, სიგანე კი 2,8 კილომეტრი. Nissan GT-R-ის მიერ გავლებული ხაზების საერთო სიგრძე 14,7 კილომეტრს აღწევს. მიღწევა გინესის რეკორდების ინდურმა ანალოგმა, ლიმკის რეკორდების წიგნის სპეციალისტებმა დააფიქსირეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები