LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა 50 წლის იუბილესათვის განსაკუთრებული კუპე შექმნა

91

კომპანია Nissan-მა სპეციალური კუპე 370Z Heritage Edition წარმოადგინა. ის Z ხაზის 50 წლის იუბილეს ეძღვნება, რომლის პირველი მოდელიც 1969 წელს გამოვიდა.

სპეც ვერსიას ყვითელსა და შავში და შავსა და ვერცხლისფერში გააფორმებენ. გარდა ამისა, ავტომობილი გაუმჯობესებასაც მიიღებს, რომელიც 2018 წლის სამოდელო რიგის 370Z-ს ექნება, მათ შორის იქნება ახალი წინა და უკანა ფარები, ასევე კარის სახელურები, რომლებსაც მუქი ფერის ქრომით გააწყობენ.

მოდიფიკაცია Heritage Edition 3,7 ლიტრიან ექვს ცილინდრიან ძრავს მიიღებს, რომელიც 336 ცხენის ძალას განავითარებს.

სიახლის პრემიერა ნიუ იორკის მოტორშოუზე შედგება. ამის შემდეგ კი ავტომობილი ამერიკის ბაზარზე გაყიდვაში ჩაეშვება. დღეისათვის 2017 წლის სამოდელო რიგის კუპე 29,9 ათასი დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები