LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა „ჭკვიანი“ საბურავები შეიმუშავა

240

ხშირად, როდესაც საბურავი იშვებს, ბევრმა მძღოლმა არ იცის, როგორი წნევა უნდა შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ, Nissan-მა სისტემა Easy Fill Tire Alert შეიმუშავა. სისტემის მუშაობისას, როდესაც საბურავი საჭირო დონეზე გაიბერება,  მძღოლი სპეციალურ სიგნალს იღებს.

იმისათვის, რომ სისტემა ამუშავდეს, მძღოლმა ავტომობილი ხელის მუხრუჭზე უნდა გადაიყვანოს და ძრავი ჩართული დატოვოს.

სისტემა Nissan-ის 12 მოდელისთვის არის ხელმისაწვდომი, ესენია: Altima, Armada, Leaf, Maxima, Murano, Pathfinder, Rogue, Rogue Sport, Sentra, Titan, Versa და Versa Note

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაციონალური ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, ხუთიდან ოთხი მომხმარებელი გადაბერილი საბურავებით დადის. ეს კი საბურავებს მალე აფუჭებს და საწვავის ხარჯვას ზრდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები