LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა Juke-ის მემილიონე ეგზემპლარი გამოუშვა

61

Nissan-მა Juke-ის მემილიონე ეგზემპლარი გამოუშვა. პოპულარული მოდელი ბაზარზე პირველად 8 წლის წინ გამოვიდა, დღესდღეობით კი ავტომწარმოებელი ყოველ 105 წამში ერთ ასეთ ავტომობილს აწყობს.

საიუბილეო ავტომობილი Le+Perso-ს კომპლექტაციის ცისფერი ფერის Juke Vivid Blue გახდა. სტატისტიკის მიხედვით, ევროპელ ავტომოყვარულებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით შავი ფერის Juke სარგებლობს და ამ ფერს სალონის დიზაინშიც დიდი დოზით იყენებენ ხოლმე. ზოგადად, ყველა სერვისისა და დეტალის გათვალისწინებით – Juke-ის სალონის გაფორმების 23 ათასი ვარიანტი არსებობს. სტანდარტული მოდელის ძრავი 1,6 ლიტრის მოცულობისაა და 117 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. და ბოლოს, კროსოვერის სტანდარტულ აღჭურვილობაში ბუნებრივია, კლიმატ-კონტროლი და აუდიოსისტემაც შედის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები