LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა საფეხბურთო მოედნების დასახაზად უპილოტო რობოტი შექმნა

50

კომპანია Nissan-მა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე საფეხბურთო მოედნების დასახაზად ავტონომიური რობოტი წარმოადგინა, რომელსაც ხაზების დამოუკიდებლად გავლება შეუძლია.

რობოტს Pitch-R ქვია და მას ოთხი კამერა, GPS მიმღები და შეჯახების აღმკვეთი სისტემა აქვს. რეალურ დროში მას შეუძლია ადგილმდებარეობის ანალიზი. მონიშვნის გაკეთება ბალახზე, ასფალტსა და ხრეშიან ზედაპირზე ხდება. მთელი პროცესი კი 20 წუთი გრძელდება.

Pitch-R-ს საფუძვლად ტექნოლოგია ProPILOT დევს. მის შემადგენლობაში თვალთვალის რიგის შენარჩუნების, ადაპტირებული კრუიზ კონტროლის, დისტანციის კონტროლის, მკვდარი ზონების მაუწყებელი სისტემები შედის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები