LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan–მა შესაძლოა სპორტული კროსოვერი გამოუშვას

258
8b8317e5575650819620813386e81f9e26767bbe

Nissan სპორტული კროსოვერის გამოშვებაზე ძალიან სერიოზულად დაფიქრდა. როგორც გამოცემა Car Advice იუწყება, ბრენდი სპორტული სერიის Z–ის შექმნას განიხილავს. პროექტი ხელმძღვანელობას ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა იდეა ნამდვილად სიცოცხლისუნარიანია.

მომავალი სერიული მოდელი სავარაუდოდ ცნობილ ბიტურბო V6 ძრავს მიიღებს და 405 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. ძრავი ექვს–საფეხურიან „მექანიკურ“ ან ავტომატიზირებულ გადაცემათა კოლფოთან ერთად იმუშავებს.

თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, სიახლეს დღის შუქს მომავალი წლისთვის იხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g