კომპანია Nissan–მა კროსოვერი Magnite–ს პრემიერის თარიღი დაასახელა. ბრენდის ყველაზე ხელმისაწვდომი კროსოვერი ბაზარზე 21 ოქტომბრიდან გამოჩნდება.
Nissan–მა Magnite–ის ახალი ფოტოებიც გაავრცელა. კადრებში მოდელი მსუბუქ კამუფლაჟშია გახვეული და იაპონიის ერთ–ერთ პრეფექტურაში ცდებს გადის.
სერიული კროსოვერი თავისი კონცეპტის ანალოგიურად გამოიყურება. ავტომობილმა, რომელიც თავდაპირველად ბრენდი Datsun–ის სახელით უნდა გამოსულიყო, რელიეფური კაპოტი, ექვსკუთხა რადიატორის ბადე და დიზაინერული საბურავების დისკები მიიღო.
ფოტოებში ასევე ჩანს, რომ სატესტო მოდელს შავი სახურავი და ფანჯრის მუქი ჩარჩოები აქვს.
სიახლეს სავარაუდოდ, ორი ძრავით წარადგენენ – სამ–ცილინდრიანი „ატმოსფერული“, რომლის მოცულობაც 1,0 ლიტრია და 72 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მეორე კი იქნება ტურბირებული ვერსია – 95 ცხენის ძალით.
კროსოვერი დასაწყისისთვის ინდურ ბაზარზე გამოჩნდება და მისი ფასი 600 000 რუპია იქნება.






