LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan–ის ყველაზე პატარა კროსოვერი – ახალი გამოსახულება

82
rednissannes

კომპანია Nissan–მა ყველაზე პატარა კროსოვერის MAgnite–ის მორიგი გამოსახულება გამოაქვეყნა. ავტომობილი ბაზარზე მომავალი წლისთვის გამოვა და დასაწყისისთვის ინდურ ბაზარს დაიპყრობს.

ახალი კროსოვერი პლატფორმა CMF-A–ზეა აგებული, ეს სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც Datsun redi-GO–ს და Renault KWid–ის ბაზად გამოიყენეს. ვიზუალურად სიახლე ცოტათი Datsun–ს გავს და თავიდან მის გაყიდვას სწორედ ამ ბრენდით აპირებდნენ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, პატარა კროსოვერი სამ–ცილინდრიან „ატმოსფერულ“ აგრეგატს მიიღებს. 1.0 ძრავი 72 ცხენის ძალის მოცულობის იქნება და „ტურბოსამიანი“ კი 100 ძალს განავითარებს. ძრავის მიხედვით განისაზღვრება გადაცემათა კოლოფიც: „მექანიკა“, „ავტომატიკა“ თუ ვარიატორი.

Nissan–ის მთავარი კონკურენეტები ინდურ ბაზარზე Suzuki Vitara Brezza და Hyundai Venue არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები