ნიუ-იორკელმა მძღოლმა მიყოლებით 240 „მწვანე“ შუქნიშანი გაიარა. ნოა ფორმანს ძალიან გაუმართლა და მთელი გზის განმავლობაში წითელი შუქი ერთხელაც არ შეხვედრია. ამას ადასტურებს მის მიერ გადაღებული ვიდეოც. ყოფილმა ტაქსისტმა გადაწყვიტა, რომ საინტერესო ექსპერიმენტი მანჰეტენში ჩაეტარებინა. მან თავისი მოგზაურობა შუა ღამეს, 3:30 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთი საათი შეუჩერებლად გაიარა. მძღოლს შეყოვნება მხოლოდ რამდენჯერმე დასჭირდა და მაშინაც მხოლოდ რამდენიმე წამით.
აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტის დროს ფორმანს სიჩქარისთვის არც ერთხელ არ გადაუჭარბებია და ერთადერთი პრობლემა შემხვედრი ავტომობილებისთვის თავის არიდება იყო.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში კომპანია Audi-მ შუქნიშნების მაკონტროლირებელი სისტემის შექმნა დააანონსა. სიახლე მძღოლებს შემხვედრი შუქნიშნების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და მათ სწორი გზის არჩევაში დაეხმარება.