ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში ყოველწლიურ ფესტივალზე ქართველმა თამუნა ლილუაშვილმა გაიმარჯვა. ახალგაზრდა მომღერალი “ნიუ-იორკის მარგალიტი 2019”-ის პირველი ადგილის და გრან-პრის მფლობელი გახდა. მან აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე მოიპოვა იტალიისა და ლატვიის საგზურები.
თამუნა ლილუაშვილი ზუგდიდელი ახალგაზრდა მომღერალია, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია „რიბირაბოს“ ანსამბლ “გინცის” სოლისტია.
ის ქართული მუსიკალური პროექტების მონაწილე კონკურსანტია. მონაწილეობდა „X ფაქტორში“.
თამუნა ლილუაშვილმა გასულ წელს აშშ-ში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში Golden Dream გაიმარჯვა და მაშინაც გრან-პრის მფლობელი გახდა.
2019 წლის ივლისში კი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში World Championships of Performing Arts – WCOPA საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის გამარჯვებული გახდა.