LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა

123
ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კორპორაცია „საფერიკას“ ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია (Saperavi & Amber Wine Grand Tasting) გაიმართა.

ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები, კომერციული და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში, 200-მდე სტუმარი დაესწრო.

მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ქართული კერძები, მიიღეს ინფორმაცია როგორც ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორპორაცია „საფერიკა“ 2022 წელს აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია ქართული ყურძნის ჯიშების და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია.

 

mazda magti 5g