LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიურბურგრინგის დედოფალი ტრეკზე „ცხელ“ Skoda Kodiaq-ს გამოიყვანს

51

ნიურბურგრინგის დედოფალი ტრეკზე „ცხელ“ Skoda Kodiaq-ს გამოიყვანს. ცნობილმა მრბოლელმა საბინა შმიტცმა გადაწყვიტა, რომ ინოვაციური კროსოვერი გამოეცადა და ქსელში პირველი თიზერიც გავრცელდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა სურს საბინას – ავტომობილის გამოცდა თუ ახალი რეკორდის დამყარება. თუმცა, იმის გამო რომ ვიდეოში მთავარი აქცენტი წამზომზეა, მრბოლელი საუკეთესო დროის ჩვენებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ნიურბურგრინგის რეკორდსმენი 510 ძალის მქონე Alda Romeo Stelvio Quadritolgio-ია. მოდელმა სარბოლო ტრასა 7 წუთსა და 51,7 წამში გაიარა. რაც შეეხება Skoda Kodiaq-ის ტექნიკურ მახასიათებლებს, ოფიციალური ინფორმაცია  ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია. გავრცელებული ცნობებით კი, მოდელმა 240 ძალის მქონე, 2ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავი მიიღო და პირველი 100 კმ-ს ასაკრეფად მას 6,5 წამი სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები