LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიურბურგრინგზე ერთმანეთს 14 ავტომობილი შეეჯახა

42

ნიურბურგრინგზე ერთმანეთს 14 ავტომობილი შეეჯახა. ავარია Hatzenbach-ის მოსახვევში მოხდა, მიზეზი კი Porsche 911 GT3 RS-ისგან დაღვრილი გამაგრილებელი სითხე გახდა. ავტომობილებმა დამუხრუჭება ვეღარ შეძლეს და მართვა დაკარგეს. საგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, კიდევ ერთი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო მსხვილი ავარია ამა წლის აგისტოში მოხდა, როდესაც სუპერქარ McLaren 650S-ს ზეთი გაუვიდა. აქ ერთმანეთს ათი ავტომობილი შეეჯახა. ავარიაში ათი ადამიანი დაშავდა, ოთხმა მათგანმა კი სერიოზული ტრამვები მიიღო. შემთხვევის ადგილზე ორი ვერტმფრენი, ხუთი სასწრაფო დახმარების ავტომობილი და ექსტრემალური სამსახურის 30 თანამშრომელი გამოიძახეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები