LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოემბრიდან გრიპის საწინააღდეგო ვაქცინაცია დაიწყება

482
-104047928-c0199695-mmr-vaccination-spl-1

საქართველოში ნოემბრის პირველი რიცხვებიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ფრანგული, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით გრიპის საწინააღმდეგო აცრა ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. მისი განმარტებით, გასულ წელთან შედარებით, სახელმწიფომ ორნახევარჯერ მეტი ვაქცინის დოზა შეიძინა და წელს 100 ათასი ადამიანის აცრა იგეგმება. გამყრელიძის თქმით, შეძენილი ვაქცინები რისკ ჯგუფებზე წინასწარ არის განაწილებული და რა თქმა უნდა, უფასო იქნება. რისკჯგუფებში იგულისხმება: ორსულები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები, სამედიცინო პერსონალი და ჯარი.

საქართველო თურქეთიდან წითელას ვირუსის 100 000 ვაქცინას შემოიტანს - დავით სერგეენკო

მისივე თქმით, წითელას შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა, ზრდის სიჩქარე არის შემცირებული, რადგან მოსახლეობის მიმართვიანობა ვაქცინაციაზე გაიზარდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი თვით გვიან გააკეთა პროგნოზი, თუ რა შტამები ცირკულირებს ზამთარში, რის გამოც ოთხკომპონენტიანი ვაქცინის მიწოდებამ ერთი თვით გადაიწია.

გრიპისა  და ვირუსული დაავადებების თავიდან არიდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძე ორსულებს მიმართავს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ჩაიტარონ

ქალებმა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულობამდე სამი თვით, ან ყველაზე მცირე ერთი თვით ადრე ჩაიტარონ.

magti 5g