LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო თურქეთიდან წითელას ვირუსის 100 000 ვაქცინას შემოიტანს – დავით სერგეენკო

Hepatitis-C-vaccine

საქართველო თავის დაზღვევის მიზნით, თურქეთიდან წითელას ვირუსის 100 000 ვაქცინას შემოიტანს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ვაქცინებს საქართველო თურქეთიდან ითხოვებს და შემდეგ უკან დაუბრუნებს.

„ჩვენ გვქონდა 150 ათასი დოზა, დღეის მდგომარეობით 65 ათასი მოქალაქე აიცრა. რადგან აცრებზე მომართვიანობა მაღალია, ამიტომ გადავწყვიტეთ თავი დაგვეზღვია და შემდეგი შესყიდული ვაქცინის ჩამოსვლამდე, რომელიც მარტში იქნება, 100 ათასი ვაქცინა ჩამოგვაქვს თურქეთიდან,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, წითელას შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა, ზრდის სიჩქარე არის შემცირებული, რადგან მოსახლეობის მიმართვიანობა ვაქცინაციაზე გაიზარდა.

„ეს მიღწეულ იქნა იმიტომ, რომ მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო. 65 ათასი ვაქცინაცია ძალიან კარგია, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ  20-40 წლის ასაკის ფარგლებში 200 ათასი ადამიანი აიცრას,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები