LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა მამულაშვილს მხარს იმიტომ ვუჭერთ, რომ მიშას შემდეგ, არც ერთი კაცი თავმჯდომარე არ გამოადგათ „ნაცებს” – იაგო ხვიჩია

238
იაგო და ნონა
„გირჩი“ „ნაცმოძრაობის“ არჩევნებში ნონა მამულაშვილს უჭერს მხარს, ამიტომ ჩვენი მომხრეებიც დარეგისტრირდნენ „ნაცმოძრაობის“ საიტზე და რეგისტრაციისას პრობლემები არ შეჰქმნიათ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ პარტიის დაშლას გულშემატკივრობს, მანამდე კი ფიქრობენ, რომ ნონა მამულაშვილი ყველაზე ღირსეული თავმჯდომარე იქნება და ამასთან პარტიის დაშლისთვის საჭირო ნაბიჯებს დგამს.

„არ ვიცი, ხმის მიცემის უფლებას მისცემენ თუ არა, მაგრამ რეგისტრაცია წარმატებით გაიარეს. ჩვენი მომხრეები რეგისტრირდებიან, ტექნიკური პრობლემები არ ყოფილა აქამდე, აწი, ვნახოთ.

ნონა მამულაშვილს მხარს იმიტომ ვუჭერთ, რომ მიშას შემდეგ, არც ერთი კაცი თავმჯდომარე არ გამოადგათ „ნაცებს“ და თან ქალბატონ ნონას ჭეშმარიტ ოპოზიციონერობაში ეჭვი არ გვეპარება. მისი პოზიციებიც ყოველთვის იყო გულწრფელად რადიკალური პოზიციების გამომხატველი.

დაშლა, ორად გაყოფა თუ ფორმალურად ერთად დარჩენა – რა ხდება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ენმ-ში

ქალბატონ ნონასაც ვერ წარმოუდგენია, მგონი, პარტიის ასე გაგრძელება, ის ხშირად მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ პარლამენტიდან და ა.შ. რაც პარტიის დაშლისკენ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ჩვენ ეს პრაგმატულადაც გვაწყობს. ჩემი აზრით პარტია ყველა შემთხვევაში დაიშლება, უბრალოდ, ქალბატონ ნონას შემთხვევაში იქამდე ყველაზე ღირსეულად წარდგება ამომრჩევლის წინაშე”, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. პარტიის წევრები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ე.წ. ბლოკჩეინ სისტემით აირჩევენ.

საარჩევნო პროცესი უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით დაიწყო: ნიკა მელია

ვიდეო: “ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, არ მიკვირს, რასაც მიკეთებს” – ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g