LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა ქურდოვანიძე: „შიმშილობის მე-20 დღესაც მზია ამაღლობელის სიმშვიდე და სურვილი, რომ მისი შიმშილობა არ იყოს მთავარი თემა, ყველაზე მეტად მაფიქრებს“

123
საიას თავმჯდომარე მზია ამაღლობელზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სრული სახით დღეს მიიღეს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე იურისტები დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით ექიმებისგან რჩევებს ელოდებიან.

„შიმშილობის მე-20 დღესაც მზია ამაღლობელის სიმშვიდე და სურვილი, რომ მისი შიმშილობა არ იყოს მთავარი თემა, ყველაზე მეტად მაფიქრებს. ამ სიმშვიდემ ციხის ექიმებს არ უნდა მისცეს სიმშვიდის განცდა და პირიქით, სწორედ ეს უნდა იყოს ნიშანი ყველაფრის მრავალჯერ გადამოწმების.

სამედიცინო დოკუმენტაცია დღეს მივიღეთ სრული სახით სახალხო დამცველის მეშვეობით და შემდგომ, ციხის ადმინისტრაციის მხრიდანაც. ამ ეტაპზე ველოდებით შესაბამისი ექიმების რჩევებს დოკუმენტებში მოცემულ მონაცემებთან დაკავშირებით”, – წერს ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g