Booking.com-ის 2025 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 33 ქვეყნის რესპონდენტთა 62% განიხილავს შვებულებას, რომელიც მოიცავს ღამის აქტივობებს – მაგალითად, ვარსკვლავებზე დაკვირვებას, ქალაქის ღამის ტურს ან ღამის საფარის. ეს მზარდი ტენდენცია ცნობილია სახელწოდებით Noctourism (ნოქტურიზმი).
დღეს ღამის ტურიზმი აღარ ნიშნავს მხოლოდ ბარებსა და კლუბებს. მზის ჩასვლის შემდეგ მოგზაურები სულ უფრო მეტად ეძებენ ახალ გამოცდილებებსა და თავგადასავლებს, რაც ტურიზმის შესაძლებლობებს აფართოებს როგორც გეოგრაფიულად, ისე დროის თვალსაზრისით – მთელი დღის განმავლობაში.

ღამის მოგზაურობისთვის საუკეთესო მიმართულებების გამოსავლენად შეირჩა 50 ადგილი, რომლებიც ადრე უკვე იყო დასახელებული, როგორც ღამის ტურიზმისთვის ხელსაყრელი ლოკაციები. ისინი გაანალიზდა ოთხ ძირითად კატეგორიაში:
უსაფრთხოება
ტრანსპორტი
გამოცდილებები
ბუნებრივი ფაქტორები
შეფასება ეფუძნებოდა ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა დანაშაულის დონე და უსაფრთხოების აღქმა, გვიან ღამით ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და ფასები, ღამის ტურების ხარისხი, ასევე ჰაერის დაბინძურება და დღის ხანგრძლივობა.

პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა:
უსაფრთხოება – 10%
ტრანსპორტი – 10%
გამოცდილებები – 40%
ბუნებრივი ფაქტორები – 40%
ამ მონაცემებზე დაფუძნებით შეიქმნა რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, რომელი ქალაქები ცოცხლდება მზის ჩასვლის შემდეგ ახალი ენერგიებით და სთავაზობს მოგზაურებს უსაფრთხო და დასამახსოვრებელ ღამის გამოცდილებას.

- ძირითადი აღმოჩენები:
- რომი დასახელდა ნოქტურიზმის მსოფლიო დედაქალაქად და საერთო რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა 10-დან 6.07 ქულით.
- ამსტერდამი (6.03) და ტრომსე (6.03) მეორე ადგილს ინაწილებენ, რაც ასახავს ღამის გამოცდილების ორ განსხვავებულ მოდელს – უსაფრთხო ქალაქურ გარემოსა და გამორჩეულ ბუნებრივ პირობებს.

- ჩრდილოეთ ევროპა ლიდერობს ცის ტურიზმის მიმართულებით – ტრომსე, როვანემი, რეიკიავიკი და ორკნეის კუნძულები საუკეთესო ადგილებია ჩრდილოეთის ციალის რეალურ დროში სანახავად.
- ტაიბეი, დუბაი, დოჰა, როვანემი და ჰონგ-კონგი უსაფრთხოების ინდექსში 9 ქულასა და მეტს იღებენ, რაც მათ ნოქტურიზმისთვის ყველაზე უსაფრთხო მიმართულებებად აქცევს.
- მადრიდი და ბელგრადი გამოირჩევიან ღამის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობით – ორივემ 8/10 ქულა მიიღო ამ კატეგორიაში.
- რომი, ლონდონი, პარიზი და ტოკიო ადასტურებენ, რომ დიდი ქალაქები კვლავ ბრწყინავენ ღამითაც, გამოცდილებების ინდექსში 8 ქულაზე მაღალი შედეგებით.
- რეიტინგის ბოლოში აღმოჩნდნენ ბუენოს-აირესი, სან-პაულუ და ჰავანა, რომლებმაც საერთო შეფასებაში 4 ქულა ან ნაკლები მიიღეს.
