LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორვეგია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც „ელექტრონულ“ ავიასივრცეს შექმნის

39

ნორვეგია გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც „ელექტრონულ“ ავიასივრცეს შექმნის. სიახლე 2040 წლიდან ამოქმედდება და ის დასაწყისისთვის მოკლე მარშრუტზე განხორციელებულ რეისებს შეეხება. ყველა ფრენა, რომლის ხანგრძლივობაც 1,5 საათზე ნაკლები იქნება ელექტრონული ძრავის მქონე ლაინერებით შესრულდება. გეგმის მიხდვით, ელექტროთვითმფრინავები არამხოლოდ ნორვეგიის მასშტაბით, არამედ მეზობელ სკანდინავიის ქვეყნებშიც იფრენენ. პირველი სატესტო ფრენა 2025 წლისთვისაა დაგეგმილი და ინოვაციური  რეისით 19 მგზავრი იფრენს.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში ელექტრო თვითმფრინავებისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი, რადგან ქვეყნის ტერიტორია პატარა-პატარა აეროპორტებითაა სავსე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები