ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, განმეორებითი ტესტით პატიმარს კორონავირუსი აღარ უდასტურდება.
ეს სხვა ქვეყნის ციხეში ქართველი პატიმრის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები სისტემატურად აწარმოებენ საპატიმროებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის მონიტორინგს.