LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნოვავაქსის” ვაქცინა ე.წ. “აფრიკული შტამის” მიმართ 51%-ით ეფექტიანია – კვლევის შედეგები

100
Untitled design (1)

კორონავირუსის მუტირებული ვარიანტის, სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ, “ნოვავაქსის” ვაქცინა 51 %-ით ეფექტიანია.

კვლევის შედეგები გუშინ გამოქვეყნდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვაქცინა ეფექტიანია სამხრეთ აფრიკული ვარიანტით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ, ასევე აივ ინფიცირებულ ადამიანებში.

მრავალი კვლევით დასტურდება, რომ ვარიანტი, რომელიც ცნობილია როგორც B.1.351, საფრთხეს უქმნის კოვიდვაქცინების ეფექტიანობას.

ვაქცინების მწარმოებელი კომპანიები, მათ შორის “ნოვავაქსი”, შესაბამის კვლევებს ატარებენ, რათა დაადგინონ მსგავსი მუტირებული ვარიანტების მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის ინდექსი.

როგორც გადამდები დაავადების კონტროლის კონსულტანტმა პიტერ ენგლიშმა განაცხადა, კვლევის შედეგებში არ არის მითითებული, თუ რამდენად ეფექტიანია “ნოვავაქსის” ვაქცინა მძიმე დაავადების ან ჰოსპიტალიზაციის პროფილაქტიკაში.

“ეს არის ვაქცინის სარგებლიანობის განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ვაქცინების უმეტესობა ნაკლებად ეფექტიანია მსუბუქი დაავადების პროფილაქტიკაში, ვიდრე მძიმე დაავადებების შემთხვევაში, ასე რომ, ეს ვაქცინა შეიძლება აღმოჩნდეს ბევრად უფრო ეფექტიანი სტაციონარში მკურნალობის დროს სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად, ეს ჯერ არ ვიცით”. – ამბობს კონსულტანტი.

კორონავრუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, მოგვიანებით კი აფრიკის რეგიონში გავრცელდა, მაშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სამხრეთ აფრიკაში მუტირებული შტამი 50%-ით უფრო გადამდებია.

შტამი დაფიქსირებულია ბოტსვანაში, განაში, კენიაში, ზამბიაში, მაიოტაში და მსოფლიოს კიდევ 24 ქვეყანაში.

 

mazda magti 5g