LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ დაგეზარებათ, გაგახსენდეთ რომ ვიღაცას სცივა…შუადღიდან გელოდებით”

48

აკა სინჯიკაშვილი საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე,  მორიგი ქველმოქმედების შესახებ წერს. ბუნებრივია, სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ზამთარში თბილ ტანსაცმელზე მოთხოვნილება ექნებათ, მათი დახმარების ნებისმიერ მსურველს კი შესაძლებლობა აქვს, დღეს, შუადღის სამი საათიდან ცხრა საათამდე, აღნიშნულ მისამართზე  ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საოჯახო ნივთები მიიტანოს. ამჯერად, მოქალაქეები სიღნაღის რაიონის სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაეხმარებით.

 

სალამი  მაგრად ცივა და ტანსაცმელი მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბევრ ადგილას, ამიტომაც ხვალ, კვირას, შუადღის 3 საათიდან, საღამოს 9 საათამდე, ნახალოვკაში, “ქარვასლა”-ს წინ ავტოსადგომზე იდგება სატვირთო მანქანა, სადაც შეგიძლიათ მოიტანოთ ნებისმიერი ზომის და ფორმის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები და ნებისმიერი რამ, რასაც თვლით რომ აღარ გჭირდებათ სახლში, იცოდეთ რომ სხვებისთვის ზოგჯერ გადამწყვეტია. შეგროვებული ნივთები დაურიგდებათ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სიღნაღის რაიონის სოფლებში. ხვალვე წავიღებთ ღამე და ზეგიდან დარიგებასაც დავიწყებთ. ნუ დაგეზარებათ, გაგახსენდეთ რომ ვიღაცას სცივა. ხვალ შუადღიდან გელოდებით  კარგად იქნება ყველაფერი, იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია

 

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1895929580435957&set=a.693134240715503.1073741826.100000567999481&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g