LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ ეცდებით პარტნიორის გადაკეთებას“ – ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი პარტნიორის შერჩევის პროცესსა და ტოქსიკურ ურთიერთობებზე

244
ფსიქოლოგი ურთიერთობებზე

პარტნიორის შერჩევის პროცესში კომპრომისის მნიშვნელობასა და იმ რისკებზე, რაც არასწორ არჩევანს მოჰყვება, ფსიქოლოგმა ირმა ფეიქრიშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემაში „დიდი შესვენება“ ისაუბრა.

ფსიქოლოგის განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ქორწინების შემდეგ სრულიად განსხვავებულ პიროვნებებად ვლინდებიან, რაც ხშირად ტოქსიკური ურთიერთობის საწყისი ხდება.

როგორც ირმა ფეიქრიშვილი აღნიშნავს, ხშირად ქორწინებამდე ადამიანი სრულიად სხვაა, ხოლო უშუალოდ თანაცხოვრებისას ვლინდება ისეთი ქცევები, როგორიცაა ტელეფონის შემოწმება, კონტროლი და მეგობრული წრის შეზღუდვა.

ფსიქოლოგის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ადამიანებმა არ სცადონ პარტნიორის საკუთარ თავზე მორგება, შეცვლა ან გადაკეთება, რადგან ჯანსაღი ურთიერთობა სწორედ არსებული რეალობის გააზრებასა და სწორ არჩევანზე დგას.

„ხშირია ხოლმე ისეთი შემთხვევებიც, რომ ქორწინებამდე ადამიანი სრულიად სხვაა და ქორწინებაში აღმოაჩენ, რომ აბსოლუტურად სხვა ადამიანი შეგრჩა მერე გამოაცხადა, რომ „მაჩვენე შენი ტელეფონი, უნდა შევამოწმო“, „ვის ელაპარაკები“, „ეს დაქალი არ მომწონს და რატომ მოდის შენთან“ და რჩები ტოქსიკურ ურთიერთობაში.

მნიშვნელოვანია, როგორ ვარჩევთ პარტნიორს, თუ ჩვენ პარტნიორი აბსოლუტურად სხვა სამყაროდან შევარჩიეთ, მიუღებელია, მაგრამ რაღაც დეტალები მოგვეწონა თუნდაც ფიზიკური მონაცემები და დაიწყო ურთიერთობა, უნდა გავაანალიზოთ რამდენად მნიშვნელოვანია კომპრომისზე წასვლა და არ ვეცადოთ რომ ჩვენი პარტნიორი მოვირგოთ, შევცვალოთ ან გადავაკეთოთ“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა.

magti 5g