აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ რუსეთში.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთში არსებობს „ტერორიზმის, ასევე რუსეთის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან შევიწროების საფრთხე.“
ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოქალაქეები არ გაემგზავრონ ჩრდილოეთ კავკასიასა და ყირიმში.
„ნუ გაემგზავრებით ჩრდილოთ კავკასიაში, ჩეჩნეთისა და ელბრუსის მთის ჩათვლით, ტერორიზმის, გატაცებისა და სამოქალაქო არეულობების რისკის გამო. ასევე ყირიმში, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისა და საოკუპაციო ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო,“-აღნიშნულია განცხადებაში.
