LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ უყურებთ, რომ ეს კატასტროფაა.. ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ“ – გომელაურის პასუხი კითხვაზე, სად არის ბადრი ესებუა

169
BeFunky-collage (3)

სად არის ბადრი ესებუა? – ეს კითხვა დღეს გმირთა მემორიალთან მისულ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დაუსვეს ჟურნალისტებმა, რაზედაც გომელაურმა აღნიშნა, რომ ბადრი ესებუას ისევ ეძებენ.

“ბადრი ესებუას ისევ ვეძებთ, რა თქმა უნდა.

არაერთხელ აღვნიშნე და მართლა სახუმარო თემა გახდა. თემა არ არის სახუმარო, ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ, არის ადამიანი, რომელსაც 20 წელი ვეძებდით და შარშან დავაკავეთ.. ნუ უყურებთ, რომ ეს კატასტროფაა, პირველ რიგში, ვთვლი, რომ ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციები, მაგრამ ნეტა ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს”, – აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს, გომელაურის განმარტებით,  თავდამსხმელმა დაზიანებები დაკავებისას მიიღო. მანვე თქვა, რომ ის შეხვდა დაკავებულს.

„ბრალდებულს სურს, სასამართლოს გირაო შესთავაზოს“ – „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ადვოკატი

„შვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს.. ტანზე რაც ჰქონდა სათამაშოებიდან იყო აწყობილი“ – ადვოკატი თავდასხმის სავარაუდო მიზეზზე საუბრობს

„თანამზრახველებთან დაკავშირებით გამოძიება მიდის და მე ვერც დავდასტურებ და ვერც უარვყოფ, თუმცა არ გამოიკვეთა ვინმესთან კავშირი. დაზიანებები ჰქონდა სახეზე, დაკავების დროს მიიღო. კაცს ჰქონდა ასხმული ბომბები და ხელყუმბარები და დააკავეს, ძირს დააწვინეს და მიიღო დაზინებები, გიხსნით“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ბადრი ესებუამ 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა და მიღებულ თანხასთან ერთად მიიმალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g