ნუცა ბუზალაძემ რუსულ შოუში ასივე ჟიურის წევრი ააყენა ფინალში, თუმცა, გამარჯვება ლატვიელ კონკურსანტს ხვდა წილად. ნუცამ, სერგეი ლაზარევის უშუალო ჩართულობით, რომელიც ძალიან არის მოხიბლული ქართველის ვოკალური შესაძლებლობებით, მას “სონის” რუსულ წარმომადგენლობასთან კონტრაქტი გააფორმებინა.
როგორც ნუცა წერს, “სონიმ” უკვე გამოუშვა მისი პირველი რუსულენოვანი სინგლი. ამონარიდი სიმღერიდან მას უკვე უდევს “ინსტაგრამის” გვერდზე.